ირაკლი ქარსელაძე საქართველოში ADB-ის მუდმივი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
26 მარტი 2025
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ლესლი ბერმან ლამს შეხვდა.
შეხვედრის მხარეებმა მიმოიხილეს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთობლივი მიმდინარე პროექტების პროგრესი და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა საგზაო ინფრასტრუქტურის ერთობლივი პროექტების მიმდინარეობის მაღალი პროგრესი, რაც მაგისტრალური გზების განვითარების ახალ პროექტებზე არსებული მოლაპარაკებების წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
აზიის განვითარების ბანკმა, რომელიც ქვეყნის მრავალწლიანი პარტნიორია, კიდევ ერთხელ დაადასტურა ახალი პროექტების განვითარებაში სრული მხარდაჭერის მზადყოფნა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები - კობა გაბუნია და მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ანდრეს პეტერსონი და ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ზეიღამ ნაქვი.